logo_geo
eng_logo
პაკისტანში ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა
- +

23 თებერვალი. 2017. 15:44



სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, პაკისტანის ქალაქ ლახორში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა.


დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.


შეგახსენებთ, რომ პაკისტანში ბოლო რამდენიმე დღეში ტერაქტების სერია განხორციელდა. აფეთქებების შედეგად, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. პაკისტანურმა ძალოვანმა უწყებებმა ავღანეთთან საზღვარიც კი დახურეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner