logo_geo
eng_logo
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
- +

23 თებერვალი. 2017. 16:00



„ცენტრ პოინტის" საქმის ბრალდებულს მაია რჩეულიშვილს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.


საქმე ეხება „ცენტრ პოინტზე" მიმდინარე პირველ საქმეს, რომელზეც ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, და კომპანია „დექსუსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი - ივანე ცაგურია.


აღნიშნულ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს გირაოს სახით 250 000 ლარის ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურამ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი, მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც კი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას, რის გამოც მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner