logo_geo
eng_logo
მამა მიქაელი: რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს
- +

23 თებერვალი. 2017. 16:06




საპატრიარქოს მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ჟურნალისტებთან საუბარში გავრცლებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა. მამა მიქაელის განცხადებით, ილია მეორის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში აღარ უნახავს.


როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია.

 

„სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა, რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner