საპატრიარქოს მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ჟურნალისტებთან საუბარში გავრცლებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა. მამა მიქაელის განცხადებით, ილია მეორის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში აღარ უნახავს.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია.
„სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა, რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.