დიდ ბრიტანეთს შტორმი „დორისი" დაატყდა თავს, რის გამოც ინგლისში საჰაერო განგაში უკვე გამოცხადდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავები აეროპორტებში დაშვებას ვერ ახორციელებენ.
უამინდობამ მგზავრობასთან დაკავშირებით ქაოსი გამოიწვია, რადგან სარკინიგზო მომსახურებაც შეწყდა და გზები გადაიკეტა.
ჩრდილოეთ ირლანდიაში 8 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე აღმოჩნდა, რადგან ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვიტა. შოტლანდიაში კი ქარბუქის გამო ერთ ავტომაგისტრალზე მძღოლებმა მანქანები ადგილზევე მიატოვეს. ლონდონის აეროპორტ „ჰიტროუში" ათობით რეისი გაუქმდა.