logo_geo
eng_logo
მიხეილ რამიშვილი: დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა ხვალ დაიკითხოს
- +

23 თებერვალი. 2017. 20:17


 

„დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა ხვალ დაიკითხოს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.


როგორც რამიშვილმა აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მამა გიორგი მამალაძე მზადაა ჩვენების მისაცემად, უკვე გამოეხმაურნენ გამომძიებლები და უკვე დაუკავშირდნენ ადვოკატებს.

 

„დაგვიკავშირდნენ გამომძიებლები, თუმცა, დროის სიმცირის გამო, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა დღეს უკვე შეუძლებელია, ვერ მოხერხდა დღეს. ალბათ ხვალ კვლავ დაგვიკავშირდებიან და შესაძლოა ხვალვე მოხდეს მამა გიორგის დაკითხვა. ჩვენ დილიდან ვაპირებთ ისედაც მამა გიორგისთან შესვლას", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner