logo_geo
eng_logo
„ვემორჩილები პატრიარქს, რომ მღვდელმთავრებმა მამა გიორგისთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ“
- +

23 თებერვალი. 2017. 20:18


 

„მე სურვილიც რომ მქონდეს მამა გიორგის შევხვდე, ვემორჩილები პატრიარქს, რომ მღვდელმთავრებმა მასთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა განუცხადა შეკითხვაზე პასუხად - შეხვდება თუ არა მეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი სურვილის შემთხვევაში.


„მე ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადე. სურვილიც რომ მქონდეს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პატრიარქსა და პროკურატურას შორის, რომ ამჯერად მღვდელმთავრებმა შეხვედრისგან თავი შეიკავონ. მეც ვემორჩილები პატრიარქის გადაწყვეტილებას", - განაცხადა მიტროპოლიტმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner