logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან NATO იყოს ვინმეს წინააღმდეგ
- +

28 მარტი. 2016. 20:42



„ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი CNN-თან ინტერვიუში საუბრობს.



„საინტერესო მოვლენების მოწმენი ვართ. ბრიტანელები კენჭს უყრიან ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხს. თქვენ ხართ ევროკავშირის თავგამოდებული მხარდამჭერი, ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისისა და ტერაქტების მიუხედავად. თქვენ თვლით, რომ ევროკავშირი არის საქართველოს გზა. რატომ?" -  მიმართა ჟურნალისტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.


„საქართველო არის ევროპა. ევროპა არის საქართველოს სახლი. ჩვენთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები, და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან NATO იყოს ვინმეს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიების 25 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მზადყოფნა. მეორე მხრივ, ეს არავითარ შემთვევაში არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, რაც გულისხმობს ჩვენს სუვერენულ არჩევანს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი დღესაც უსაფრთხოების სფეროში ნომერ პირველი საფრთხე საქართველოსთვის, პრემიერი პასუხობს: „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის. ეს არის უდიდესი მიღწევა. გამოვთქვამთ იმედს, რომ შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება დაძაბულობის განმუხტვისკენ, რათა ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდეს ზრდა და განვითარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner