logo_geo
eng_logo
პატრიარქის მდივან-რეფერენტი გამოძიებას ჩვენებას, სავარაუდოდ, დღეს მისცემს
- +

23 თებერვალი. 2017. 20:41



გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა გამოძიებას მოწმის სტატუსით ჩვენება შესაძლოა დღეს მისცეს.


10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.


მოგვიანებით, ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალდებაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის სახელი ფიგურირებდა.


დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner