პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 8 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2"-ს ნაზღაიძის ქრთამთან დაკავშირებით ტყუილში სდებს ბრალს.
„8 არასამთავრობო ორგანიზაცია ბრალს დებს „რუსთავი 2"-ს ტყუილში (ნაზღაიძის ქრთამთან დაკავშირებით) „თუ ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები გააჩნიათო ... ბოდიშს მოვიხდიო" თქვა გვარამიამ !!!
ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს „რუსთავი 2"-სთვის... მე კი მეგონა რომ „ჭეშმარიტების ხმა" იყო, ეს ჩვენი მსხვერპლად ქცეული „რუსთავი 2"... თურმე ჩვეულებრივი ცოდვილია და არა ერთი მოდელირებულ ინფორმაციის გამავრცელებელია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.