logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე ირაკლი ნადირაძეს: ნუ იწერთ პოლიტიკურ ქულებს დაზარაებული ადამიანების ხარჯზე!
- +

23 თებერვალი. 2017. 21:59


 

„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდილი თანხიდან 2 მილიონი ლარი „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებს გადაერიცხოს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება 17 მილიონი ლარით და ეს ძალიან კარგია. იყო საჭიროება დედაქალაქის ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობისათვის, სოციალური ვალდებულებისათვის და ა.შ.

განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული თანხიდან „ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულთა კომპენსირება მოხდეს როგორც მინიმუმ არის პოპულიზმი.

1. „ბავშვთა სამყარო" არის კერძო სტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელობამ ცხადია აიღო სრული პასუხისმგებლობა მოვაჭრეების, ბიზნეს ხელშეკრულებების და ა.შ. მიმართ.

2. სახელმწიფომ და დედაქალაქის მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი მისი კომპეტენციის ფარგლებში

თქვენი ლოგიკით ყველა იმ ბიზნესს, რომელსაც რაიმე პრობლემა შეემთხვევა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კომპენსაციით რაც არასწორია. მაშინ რაში გვჭირდება დაზღვევა ან სადაზღვეო კომპანიები?

მიუხედავად ამ ეკონომიკური პარამეტრებისა დედაქალაქის მთავრობა მაინც ეხმარება ყველა დაზარალებულს და მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

ერთ რამეში იყავით დარწმუნებული ბატონო ირაკლი, აღნიშნული 17 მილიონი ლარი დაიხარჯება მიზნობრივად და დედაქალაქის მთავრობა არის პასუხისმგებელი დახარჯულ თითოეულ თეთრზე.

ნუ აპელირებთ და ნუ იწერთ პოლიტიკურ ქულებს დაზარაებული ადამიანების ხარჯზე", - წერს აბესაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner