logo_geo
eng_logo
უკდავია გიორგი გეგეჭკორის შემოქმედება!
- +

23 თებერვალი. 2017. 22:01



დღეს, 23 თებერვალს, ქართული თეატრის, კინოს, რადიოსა და ტელევიზიის სახელგანთქმული მსახიობის, სახალხო არტისტის, ქართული თეატრის სინდისად წოდებულის, უდიდესი ხელოვანის ბატონი გიორგი გეგეჭკორის დაბადების დღეა! 96 წლისა გახდებოდა ყველასათვის საყვარელი არტისტი, ადამიანი, მოქალაქე, კაცური კაცი. უამრავი სცენური, კინო სახე შეჰქმნა და გაამდიდრა ეროვნული სახელოვნებო კულტურა...


2003 წლის 15 მარტს მისი ცხედარი ქაშვეთის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში ესვენა, რადგან მშობლიური რუსთაველის თეატრი რემონტში იყო. წილად მხვდა დიდი პატივი უკანასკვნელ, მარადისობის გზაზე გამეცილებინა ბატონი გოგი, რომელიც დიდუბის უმადლიანესმა მიწამ მიიბარა სამუდამოდ. მდაბლად თავს ვხრი მისი ნათელი სახელის, ხსოვნის წიმაშე. უკდავია მისი დიდი შემოქმედება!



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner