ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ გამკაცრებული წესები შემოიღო.
ახალი ზომები იმ მიგრანტებს ეხებათ, რომლებიც დანაშაულის ჩადენის გამო პასუხისგებაში იყვნენ მიცემული ან საზოგადოების და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ახალი წესები შეეხებათ ასევე იმ მიგრანტებსაც, რომლებსაც დოკუმენტები არ გააჩნიათ, თუმცა დოკუმენტი არ აუქმებს იმ პირების დაცვის სისტემას, რომელთაც ექსპრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ქვეყანაში დარჩენის ნება დართო.