logo_geo
eng_logo
„უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მნახველების შესვლა შეზღუდულია“
- +

23 თებერვალი. 2017. 23:03


 

„დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მნახველების შესვლა შეზღუდულია, გამოძიების ინტერესებიდან და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე", - აღნიშნული განმარტება სასჯელაღსრულების სამინისტრომ გააკეთა.


უწყების ინფორმაციით, დეკანოზთან შეუფერხებლად შესვლა მხოლოდ მის ადვოკატებს და სახალხო დამცველს შეუძლიათ.

 

„რაც შეეხება ტელევიზორით სარგებლობას, ბრალდებულ გ.მ.-ს, რომელიც კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს, ამ საკითხთან დაკავშირებით დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს", - აცხადებენ უწყებაში.


შეგახსენებთ, დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მისული ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner