BBC-ის ინფორმაციით, უკრაინაში ოდესის ოლქი უმაღლესი რადის დეპუტატი, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრი ალექსეი გონჩარენკო გაიტაცეს.
უმაღლესი რადის წევრის, იგორ გრინიოვის ინფორმაციით, დეპუტატი „დღისით-მზისით გაიტაცეს".
ჯერჯერობით უცნობია, ვის და რა მიზნით გაიტაცა გონჩარენკო. ცნობილია, რომ ის ოდესაში „გადაუდებელ შეხვედრაზე" ჩავიდა და შემდეგ სატელეფონო კავშირზე აღარ გამოსულა.