BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტუდენტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვლის დასაწყისში სოციალურ ქსელებში ინფორმაცია გავრცელდა, რომ პოლიციელებმა 22 წლის შავკანიანი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს და ის ხელკეტით გააუპატიურეს.
პარიზში დღეს 12 ლიცეუმი ბლოკირებული იყო. აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ.