logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადასაწყვეტი
- +

23 თებერვალი. 2017. 23:44



პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ მამა მიქაელის მიერ თანამდებობის დატოვება იმ ადამიანის გადასაწყვეტია, რომელიც მას ნიშნავს, ეს ადამიანი კი არის მისი უწმინდესობა. მისი თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას.


„მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა. მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს. ეს არის მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მე როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია მის უწმინდესობასთან, ამიტომ დაველოდოთ. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მჯერა, რომ მიქაელ ბოტკოველი მის ნება-სურვილს დაემორჩილება", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner