logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს პასუხობს
- +

24 თებერვალი. 2017. 01:09



ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ე.წ. მოსმენების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „იმედის" პირდაპირ ეთერში პასუხობს.


„მე იძულებული ვარ, განვმარტო გარკვეული წესი. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პრეზიდენტი კანონშემოქმედებაში მონაწილეობს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტმა უნდა განიხილოს ეს კანონი და მიიღოს გადაწყვეტილება ხელმოწერის, ან ვეტოს დადების შესახებ ეს არის წესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, კარგად ესმით ამ განცხადების ავტორებს, მაგრამ ეს რატომღაც არ უნდათ, შეიძლება ერთ-ერთი ვერსია ვთქვთ - ეს იყოს მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. რაც შეეხება იმას, მათ ჰქონდათ თუ არა გასცნობოდნენ კანონს დამუშავების პროცესში - საშუალება ჰქონდათ, რადგან სამუშაო ჯგუფში მოწვეული იყო პრეზიდენტის, საპარლამენტო მდივანი და მას ჰქონდა საშუალება დეტალურად გასცნობოდა თითოეულ ნორმას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეტა:

 

„ჩვენ მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებზე საპარლამენტო უმრავლესობისგან მიღებულია უარი, ეს არის გზა თვითიზოლაციისკენ".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner