logo_geo
eng_logo
"ფერმერებმა და მთავრობამ ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა მათმა პროდუქციამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს"
- +

28 მარტი. 2016. 21:20


 

რომელ ქართულ პროდუქტზეა მოთხოვნილება ევროპულ ბაზარზე და რა რჩევას მისცემდა იმ ქართველ ფერმერებს, რომელთაც სურთ, თავიანთი პროდუქტი გაყიდონ ევროპაში?


ამ საკითხებზე ისაუბრა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში.


მისი განმარტებით: "ევროპულ მაღაზიებში თქვენ უკვე შეხვდებით ქართულ თხილს, კივს, თაფლს, მოცვს... ახლა გვინდა, რომ თევზის მიმართულებაც გავხსნათ. მაგალითად, შვედეთში შეგიძლიათ იყიდოთ ქართული მოცვი, რომელიც მაღალი ხარისხისაა, ასევე გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში შეხვდებით ქართულ კივს, რომელიც გამოირჩევა თავისი გემოვნური თვისებებით.

 

საქართველოში არის შესაბამისი კლიმატური პირობები, რომ მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეიქმნას. საამისოდ, ფერმერებმა და მთავრობამ ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა მათმა პროდუქციამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს და, შესაბამისად, გაეხსნას გზა ევროპულ ბაზარზე".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner