logo_geo
eng_logo
მამა შალვა კეკელია: თუ ადამიანი მართალია, როგორ შეიძლება ვინმემ რამე დამაბრალოს?!
- +

24 თებერვალი. 2017. 01:24


 

„ვინმეს მკვლელობა დამაბრალონ და მე როგორ უნდა ვითანამშრომლო გამოძიებასთან?", - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეკლესიას დასამალი არაფერი აქვს არავისთან და თუ ადამიანი დამნაშავეა, უნდა ითქვას, რომ ის დამნაშავეა, რაც უნდა ედებოდეს მას ბრალად, „ჩვეულებრივი ადამიანის მკვლელობა თუ პატრიარქის მკვლელობა, ამას მნიშვნელობა არ აქვს".


 

„მე გაუთქმელობის პირობა არ მესმის. თუ ადამიანი მართალია, როგორ შეიძლება ვინმემ რამე დამაბრალოს? სასულიერი პირი, მღვდელი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს? ვინმეს მკვლელობა დამაბრალონ და მე როგორ უნდა ვითანამშრომლო გამოძიებასთან? ასეთი ბრალდება დამადოს მე სახელმწიფომ ან ნებისმიერმა ადამიანმა და მე რაიმე პირობა დავიცვა? გამორიცხულია მდუმარება შევინარჩუნო - გამორიციხულია! არ არსებობს! მე ამ შემთხვევაში არ დავემორჩილები სახელმწიფოს. მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ. რისი უნდა მეშინოდეს, მღვდელი ვარ, ღმერთმა ყველაფერი იცის ჩემთან დაკავშირებით. რა სასჯელი უნდა მომისაჯონ იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანურად ამაზე მეტად დავისაჯო?

 

ეს უნდა საჯაროდ ითქვას, რადგან საზოგადოებას ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს ამასთან დაკავშირებით. ადამიანებს აინტერესებთ, თუ რა მოხდა ეკლესიაში, რა ხდება და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი", - განაცხადა მამა შალვამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner