პატრიაქრის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ „tvპირველის" ეთერში განაცხადა, რომ „მივცეთ საშუალება მის უწმინდესობას მართოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სულიერი მწყემსობა გააგრძელოს ქართული საზოგადოების ისე როგორც ის ამას აკეთებს ბოლო 40 წლის მანძილზე."
„ყველას ლოცვა არის ამისთვის საჭირო და გულმოდგინება, რომ არ შევაწუხოთ და არ დავძაბოთ იმით, რომ ვიღაცეები დღეს დგანან, მეტი საქმე არ აქვს და საუბრობენ იმაზე ვინ შეიძლება იყოს პატრიარქის შემცვლელი. პატრიარქი გვყავს ხალხო! მადლობა ღმერთს ჯანმრთელი და დღეგრძელი და კიდევ დიდი ხანი გვეყოლება მისი უწმინდესობა და ღმერთმა არ მოგვასწროს მის გარეშე საქართველოს ეკლესია.
სხვა მწყემსზე ფიქრი მაშინ როდესაც მწყემსი გვყავს ფარასაც ანგრევს მთლიანად, მთლიანად ჩვენს საზოგადოებასაც დარუპავს და უფსკრულშიც გადავარდებით. მწყემსი გვყავს და გავყვეთ მწყემს. მადლობა ღმერთს რომ გვყავს", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.