„ჩემს რამოდენიმე თანამოაზრეს ველაპარაკე 20 მარტამდე ჩამოვყალიბდებით. ქართველმა ერმა უნდა დაიწყოს ორგანიზებული ომი და ბრძოლა არასამთავრობების წინააღმდეგ", - ამის შესახებ პოეტი რეზო ამაშუკელი ვიდეომიმართვაში საუბრობს. როგორც ამაშუკელი აცხადებს, აუცილებელია გაირკვეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ვინ წარმოადგენენ.
„უნდა გავარკვიოთ ვინ არიან ამ ორგანიზაციის წევრები. რას წარმოადგენენ?! როგორ მზადდებოდა ეს ყველაფერი?! ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ის რაც ხდება ერთი და ორი დღის ამბავია?! კი ბატონო, ვიცით, რომ ტახტისთვის ბრძოლა ისტორიაში მუდამ იყო, მაგრამ ახლა სულ სხვა საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. აქ მხოლოდ ქართველები არ ებრძვიან ქართველებს. მხედველობაში მაქვს, დაპირისპირებული მხარეები გინდა ეკლესიაში და გინდ გარეთ. მთელი ლიბერალური სამყარო, ეს შავი ჭირი ებრძვის ეკლესიას, კერძოდ ილია მეორეს! პატრიარქი არის საყრდენი ჩვენი ქართველობის, აწმყოსი, წარსულის და მომავლის, ჩვენი ზნეობის!",- განაცხადა ამაშუკელმა.