logo_geo
eng_logo
მიტროპოლიტი დიმიტრი: ვერაფერს გამოვრიცხავ, გამოძიების დასრულებას ველოდები
- +

24 თებერვალი. 2017. 02:18


 

„გავავრცელე ჩემი განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით და ველოდები გამოძიებას, ალბათ, გექნებოდათ შესაძლებლობა გაცნობოდით, სადაც მე ვამბობ, რომ ველოდები გამოძიების დასრულებას", - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი „ტაბულასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. მეუფე ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის მას რა იცნობდა იმ სახით, რა ბრალდებასაც დღეს უყენებს სამართალდამცავი ორგანოები.


„დეკანოზი მამალაძე იყო მღვდელმსახური ჩვენს ეპარქიაში [ბათუმისა და ლაზეთის] და  არ ვიცნობდი მას იმ კუთხით, იმ სახით, რა ბრალდებასაც დღეს უყენებს სამართალდამცავი ორგანოები.  მე ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერაფერს დავამტკიცებ. გითხარით, რომ გამოძიების დასრულებას ველოდები", - აღნიშნა მეუფემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner