logo_geo
eng_logo
პირველად ისტორიაში ლონდონის პოლიციას ქალი უხელმძღვანელებს
- +

24 თებერვალი. 2017. 02:44



სააგენტო Press Association-ის ინფორმაციით, პირველად ისტორიაში ლონდონის საქალაქო პოლიციის (სკოტლანდ იარდის) ხელმძღვანელი ქალი გახდა. სკოტლანდ იარდის ახალი ხელმძღვანელი 56 წლის კრესიდა დიკი იქნება.


დიკი ჩაანაცვლებს ბერნარდ ჰოგან-ჰოუვს, რომელიც ლონდონის პოლიციას 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა.

 

ეს დიდი პასუხისმგებლობა და შესანიშნავი შესაძლებლობაა. მოუთმენლად ველოდები როდის შევძლებ შევუდგე ლონდონის მოსახლეობის დაცვას", - განაცხადა კრესიდა დიკმა.


კრესიდა დიკი აქამდე ლონდონის პოლიციაში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობდა. 2014 წელს, პოლიციაში მუშაობის 31 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავიდა. თუ რა თანამდებობა ეკავა მას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაზუსტებული არ არის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner