„ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებული, მაგრამ უნდა დაველოდოთ გამოძიებას", - ამ სიტყვებით პოეტი რეზო ამაშუკელი ე.წ. ციანიდის საქმეს ეხმაურება. როგორც ამაშუკელმა ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში განაცხადა, ის გამოძიებას და მთავარ პროკურორს ენდობა.
„თავიდან ბოლომდე ვენდობი ირაკლი შოთაძეს. მინდა მივმართო კახიძეს და მის მსგავსებს, გადადგეს, გადადგესო მოხარშული წაბლიც ხომ არ გინდათ?! დააცადეთ, დაველოდოთ გამოძიებას. როდესაც ყველაფერი დასრულდება განსჯა იყოს მერე... რამდენი ადამიანიც არის საქართველოში იმდენი ვერსია არსებობს. ფაქტი ერთია, არის აღმოჩენილი შხამი. დარწმუნებული ვარ, გამოძიებას რომ არ ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი და ხელმოსაკიდი ამ განცხადებას ისისნი არ გააკეთებდნენ. მითუმეტეს ეს არაფერში არ სჭირდება ხელისუფლებას", - აღნიშნა ამაშუკელმა.