პროდიუსერ კახი მამულაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შორენა ბეგაშვილის შვილს, ევა ბარბაქაძეს დღეს ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ოპერაცია, რომელმაც 9 საათი გასტანა, წარმატებით დასრულდა.
ხვალ ევა ბარბაქაძეს კიდევ ორი ოპერაცია გაუკეთდება:
„მოკლედ მეგობრებო 9 საათიანი ოპერაცია დასრულდა, ხერხემალზე მხოლოდ. ყველაფერი ნორმალურადაა, როგორც ექიმები იძახიან, ხვალ ჩაერთვებიან ტრავმატოლოგები და იქნება 3 საათიანი ოპერაცია ხელზე და ფეხზე."- ავრცელებს კახი მამულაშვილი.