logo_geo
eng_logo
ნიდერლანდების პარლამენტმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
- +

24 თებერვალი. 2017. 10:53



ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.


დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას.


უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების რატიფიცირების შესახებ რეფერენდუმი ნიდერლანდებში 2016 წლის 6 აპრილს გაიმართა. ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 61% გამოვიდა.


ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ბოლო ნაბიჯი ნიდერლანდების პარლამენტის ზედა პალატაში კენჭისყრა იქნება, რომელიც, არსებული ინფორმაციით, შემოდგომას ჩატარდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner