logo_geo
eng_logo
„ჩემი, ინგა გრიგოლიას პასუხი დათო ლორთქიფანიძეს!“- ჟურნალისტმა დეპუტატს პირდაპირ ეთერში მიმართა
- +

28 მარტი. 2016. 21:45



ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უმრავლესობის დეპუტატის, დათო ლორთქიფანიძის განცხადებას პასუხობს.


დეპუტატის განცხადებით, იგი  დაინტერესდება „რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!".  

 

„უმრავლესობის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ ჯერ ჩემი და ახლა უკვე ჩემი შვილის წინააღმდეგ ღია მუქარა გამოუშვა პრესის ფურცლებიდან, რომ მისი ცხოვრების გარკვევით დაინტერესედბა.  ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, თუ რატომ აქვს ინგა გრიგოლიას შვილს მის მიმართ აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი.

 

ახლა კი ჩემი, ინგა გრიგოლიას პასუხი დათო ლორთქიფანიძეს! მე რა საკვირველია არ ვაპირებ ამ უზნეობის დეტალებში შეყოლას დეპუტატთან, თუმცა ვუერთდები არასამთავრობოების მოთხოვნას, რომ გამოძიებამ გაარკვიოს რა დეტალებს შეიძლება ფლობდეს დეპუტატი ლორთქიფანიძე, ჩემი ან ჩემი შვილის ცხოვრების შესახებ."- განაცხადა გრიგოლიამ.  



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ინგა გრიგოლიას დღის ამბებში გაკეთებულ განცხადებაზე - „მისალმებაზე" განმარტებას ყოველკვირეულ „ალიაში" აკეთებს.


მე ამას ასე არ დავტოვებ. მე ვაპირებ ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გავმართო და სერიოზული განცხადება გავაკეთო... ამასთან დაკავშირებით მე მართლა გავაკეთებ სერიოზულ განხადებას და რა საკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!.. სხვათაშორის მე არ ვიცოდი, მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა, ბევრმა გამახსენა რაღაც თემები, სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის... იკვეთება კი არა პირდაპირ ჩანს ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას ამ კვირის განავლობაში. სხვათაშორის არც ეს ვიცოდი და მითხრეს რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი... მე არ ვკითხულობ ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ყავს შეყვარებული... თუმცა მე არ გამიკვირდება ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები."-აცხადებს საპარლამნეტო  უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე.

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner