logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ამ კომენტარებში დევს უდიდესი საფრთხე!
- +

24 თებერვალი. 2017. 13:02



საქართველოს პარლამენტის დმაოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„არც არაფერს დავწერდი აქ, რამეთუ ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები ზედმეტია და უძლური, უძირო ტკივილის წინაშე... შეიძლება მხოლოდ ქედის მოხრა და ლოცვა!

 

თუმცა, ერთი რამ მაინც უნდა დავწერო იმ გამაოგნებელ კომენტარებზე აქა-იქ გაფანტულნი ფბ-სივრცეში... მე არ მჯერა ამ კომენტარებისა (რამდენიმე კიდევაც გადავამოწმე და აღმოჩნდა ფეიკები)... მე მჯერა, რომ ქართული სულიდან - ბევრი კი დავკარგეთ - მაგრამ ერთი რამ შევინარჩუნეთ, რაც მოგვდის ოდითგან და ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიიდან... და ეს ერთი რამ, რაც შეგვრჩა, ეს არის სიკვდილის წინაშე გაერთიანება, წუხილის გაზიარება... ბოლოს და ბოლოს, მარიამის ანუ შვილმკვდარი დედის წილხვედრი ქვეყნის შვილნი ვართ და ამას მაინც ვცემთ პატივს... დაუნდობელნი ვართ სიცოცხლეში, მაგრამ შენდობა და ერთად დგომა ვიცით ჭირში.

 

ამიტომ, მიჭირს დაჯერება ამ კომენტარების... სამაგიეროდ, არ გამიკვირდება, რომ ეს იყოს ნიშანი კიდევ ერთი შეტევის ქართულ სულზე, კულტურაზე და ეროვნულ ხასიათზე... იმ ყველაფერზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა! აქ მხოლოდ რაღაც უგუნურ პოლიტიკურ დაპირისპირებაში კი აღარაა საქმე, ეს არის ჩვენი მეობის უარყოფა, ჩვენი თავის შეძულება და სრული გადაგვარება... რეალური თუ ვინმეს შექმნილი, ამ კომენტარებში დევს უდიდესი საფრთხე!" - წერს ზურაბიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner