პატრიარქის უკვე ყოფილი მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ შეუვალია. ამის შესახებ მამა მიქაელ ბოტკოველი „პრაიმტაიმს" ესაუბრა და აქვე განაცხადა, რომ გუნდთან პრობლემა არასდროს ჰქონია, უბრალოდ, ახლა დასვენებას ამჯობინებს.
„მე გუნდთან პრობლემა არასდროს არ მქონია. მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ უმჯობესია ჩემთვის, დავისვენო და მშვიდი ცხოვრებით გავაგრძელო ცხოვრება. მე მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ჩემი გადწყვეტილება შეუვალია და სხვა კომენტარების აღარ გავაკეთებ", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.