logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: გააზიარეთ!
- +

24 თებერვალი. 2017. 15:24


„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გააზიარეთ!!!

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შორის აღმოჩნდა 13 ოჯახი, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთრების მოწმობა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის მერიამ მათ მაინც გაუკეთა შეთავაზება საცხოვრებელი სახლისა და ფულადი დახმარების სახით, რასაც 8 ოჯახი დაეთანხმა, ხუთმა კი ჯერ თანხმობა, ხოლო მოგვიანებით უარი განაცხადა და მიუხედავად უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების უქონლობისა, ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ისინი ითხოვდნენ უფრო მეტ ფინანსურ კომპენსაციას.

 

შეთავაზებაზე უარი თქვეს:

1. დავით გურგენიძემ - 2 ბინა და 75 000 ლარი (ხუთსულიანი ოჯახი)

2. ნანი კრიჭაშვილმა - 1 ბინა და 30 000 ლარი (ორსულიანი ოჯახი)

3. ნანა ქემოკლიძემ - 1 ბინა და 30 000 ლარი (ორსულიანი ოჯახი)

4. ზაზა ჯელაძემ - 1 ბინა და 30 000 ლარი (ერთსულიანი ოჯახი)

5. დავით ბორძიკულმა - 1 ბინა და 30 000 ლარი (ერთსულიანი ოჯახი)

თბილისის მერიისა და საზოგადოების მაქსიმალური მობილიზებით აბსოლუტურად ყველა ოჯახი დაკმაყოფილდა, რომელიც დაზარალდა სტიქიისგან", - წერს ოთარ აბესაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner