logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებიან
- +

24 თებერვალი. 2017. 16:56



„ციანიდის საქმეში" ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებიან.


პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზისთვის დღეს მოხდება რამდენიმე ნიმუშის აღება.


ამასთანავე, თუ დეკანოზი სურვილს გამოთქვამს ჩვენების მიცემის თაობაზე, ნიმუშების აღების შემდეგ, დღესვე დაიწყება მისი დაკითხვაც.


„დღეს, პირველ რიგში, ავიღებთ შესაბამის ნიმუშებს. დანიშნულია საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა: ბიოლოგიური, გრაფიკული და ფონოსკოპიური. დღეს მოსულები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი ხელწერის ნიმუშები, ასევე ბიოლოგიური და ფონოსკოპიური ნიმუშები. ამის შემდეგ, თუ ბრალდებული გამოთქვამს მზადყოფნას, მოხდება მისი დაკითხვა", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner