logo_geo
eng_logo
პროკურატურა: ჩვენ ყველა იმ დაწესებულებას მივმართეთ, სადაც ბრალდებული გიორგი მამალაძე მუშაობდა
- +

24 თებერვალი. 2017. 17:00



სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პროკურატურამ მიმართა ყველა იმ დაწესებულებას, სადაც ბრალდებული მამალაძე მუშაობდა. უწყება გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ჩაქვში მდებარე გიმნაზიიდან, რომლის დირექტორიც მამა გიორგი მამალაძე იყო, დაკავებული დეკანოზის ხელნაწერი დოკუმენტები მოითხოვეს.


მოცემულ საქმეზე სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან ერთად დაგეგმილია გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარება. დასკვნის გასაცემად ექსპერტიზის ბიუროს უნდა წარედგინოს ბრალდებულის ხელწერის ნიმუშები. ამ მიზნით, პროკურატურამ მიმართა ყველა იმ დაწესებულებას, სადაც ბრალდებული მამალაძე მუშაობდა, მათ შორის დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიას, სადაც შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა დაედასტურებინათ ასეთი დოკუმენტების დაწესებულებაში არსებობის ფაქტი, რის შემდგომაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით და განჩინების მიღების შემდგომ, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით მოახდენს აღნიშნული დოკუმენტების ნიმუშის სახით ამოღებას", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner