შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს.
„სამართალდამცველებმა, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანებიდან 5 მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად და 4 მოხუცი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ყველა მგზავრი და ავტომანქანა ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანილია, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.