logo_geo
eng_logo
პროკურორი: როგორც კი გამოძიების ინტერესების დაზიანების საფრთხე მოიხსნება, მტკიცებულებები საჯარო გახდება
- +

24 თებერვალი. 2017. 17:24



ე.წ. ციანიდის საქმის  პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა „მატროსოვის ციხეში" ბრალდებულთან შესვლამდე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდნ გამომდინარე არ ასახელებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს.


„როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთდა განმარტებები, ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ იმ მასალებით და განმარტებებით, რომლებიც გააკეთა პროკურატურამ", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.


მისივე თქმით, გარკვეულ დეტალებზე ღიად საუბარმა შესაძლოა გამოძიების ინტერესები დააზიანოს.


„როდესაც აღარ იარსებებს გამოძიების ინტერესების დაზიანების საფრთხე, ეს მტკიცებულებები გახდება საჯარო საზოგადოებისთვის. თუ როდის მოხდება ეს, ამის წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი აღარ იქნება აღნიშნული საფრთხე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მტკიცებულებები გასაჯაროვდება", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.


მისივე თქმით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის სრული დაცვით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner