ჩოხატაურში, „მედალფას" განახლებულ სამედიცინო ცენტრში პირველი ახალშობილი დაიბადა.
ახალშობილი დღეს გურიის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და „მედალფას" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
„ვულოცავ პატარა ხატიას დაბადებას მის ოჯახს და მინდა, ვუსურვო, იყოს წარმატებული, ბედნიერი და ჯანმრთელი. უფლის მადლი ფარავდეს თითოეულ ახალშობილს", - განაცხადა ქეთევან მოისწრაფეშვილმა.
ჩოხატაურში „ავერსის" შვილობილი კომპანია „მედალფას" განახლებული სამედიცინო ცენტრი სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. აღნიშნულ ცენტრში სამშობიარო სახლი არ ფუნქციონირებდა.