logo_geo
eng_logo
2024 წლამდე საქართველოში 55 ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება
- +

24 თებერვალი. 2017. 17:37



საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმდინარე განახლებადი საინვესტიციო პროექტების შესახებ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლამდე 55 ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება.


ჰიდლოელექტროსადგურების მშენებლობაზე გათვლილი სავარაუდო ინვესტიცია ჯამში 4 750 065 004 აშშ დოლარი იქნება. ახალი ჰესების ჯამური სავარაუდო წლიური გამომუშავება 10 560 გვტ.სთ. (1 გვტ.სთ = 1 000 მვტ.სთ = 1 000 000 კვტ.სთ).


დაგეგმილიდან 9 ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლომდე გაეშვება.


ასევე დაგეგმილია  9 ჰიდროელექტროსადგურისა და ქარის 50 ელექტროსადგურის აშენება.  


საქართველოში 2017 წლის იანვარში ელექტროენერგიის ბალანსი მცირედით დეფიციტურია და მოხმარებული 1 118.992 მლნ კვტ/სთ-დან იმპორტი მხოლოდ 179.041 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. მათ შორის, რუსეთიდან იმპორტმა 6.711 მლნ კვტ/სთ, ხოლო აზერბაიჯანიდან - 172.330 მლნ კვტ/სთ შეადგინა.


2016 წელს საქართველოში 3 ჰიდროელექტროსადგური აშენდა მდინარეეებზე ჭოროხი, თერგი და კინტრიში. ამ ობიექტების საშუალო წლიური გამომუშავება 217 000 000 გვტ-ს შეადგენს.


საქართველოში დღევანდელი მონაცემებით, 17 ჰიდროელექტროსადგურია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner