საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმდინარე განახლებადი საინვესტიციო პროექტების შესახებ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლამდე 55 ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება.
ჰიდლოელექტროსადგურების მშენებლობაზე გათვლილი სავარაუდო ინვესტიცია ჯამში 4 750 065 004 აშშ დოლარი იქნება. ახალი ჰესების ჯამური სავარაუდო წლიური გამომუშავება 10 560 გვტ.სთ. (1 გვტ.სთ = 1 000 მვტ.სთ = 1 000 000 კვტ.სთ).
დაგეგმილიდან 9 ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლომდე გაეშვება.
ასევე დაგეგმილია 9 ჰიდროელექტროსადგურისა და ქარის 50 ელექტროსადგურის აშენება.
საქართველოში 2017 წლის იანვარში ელექტროენერგიის ბალანსი მცირედით დეფიციტურია და მოხმარებული 1 118.992 მლნ კვტ/სთ-დან იმპორტი მხოლოდ 179.041 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. მათ შორის, რუსეთიდან იმპორტმა 6.711 მლნ კვტ/სთ, ხოლო აზერბაიჯანიდან - 172.330 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
2016 წელს საქართველოში 3 ჰიდროელექტროსადგური აშენდა მდინარეეებზე ჭოროხი, თერგი და კინტრიში. ამ ობიექტების საშუალო წლიური გამომუშავება 217 000 000 გვტ-ს შეადგენს.
საქართველოში დღევანდელი მონაცემებით, 17 ჰიდროელექტროსადგურია.