„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, თუ „რესპუბლიკელები" გდაწყვეტენ და კოალიციას დატოვებენ, საზოგადოებისთვის ეს შოკი მამდვილად არ იქნება.
ამის შესახებ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რესპუბლიკელების" განცხადება გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთო- ესეც გარკვეულწილად ვაჭრობის ელემენტს შეიცავს.
ხელისუფლებას როგორც ჩანს კვლავაც აშანტაჟებენ თუ რით ეს უცნობია, თორემ გადაწყვეტილების გამოცხადება თუ უნდათ გამოაცხადონ. ნამდვილად არ მიიღებს შოკს საზოგადოება თუ დატოვებენ კოალიციას."- წერს მჟავანაძე.