„უწმინდესის კურთხევით საპატრიარქოს სახელით განცხადებებს დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს", - ამის შესახებ დეკანოზმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
დავით შარაშენიძე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე რჩება. დეკანოზის განმარტებით, მას არ შეუცვლია მამა მიქაელ ბოტკოველი, რომელიც პატრიარქის მდივანი იყო და საპატრიარქოს სახელით განცხადებებს აკეთებდა.