logo_geo
eng_logo
არჩილ ტყეშელაშვილი: ნიმუშების აღებას პროცედურულად დიდი დრო დასჭირდა, რის გამოც დაკითხვა ვეღარ მოხერხდა
- +

24 თებერვალი. 2017. 22:16




ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ოპტიმალურ დროზე მოხდა შეთანხმება, რის შემდეგაც მოხდება ბრალდებულ მამალაძის დაკითხვა. ტყეშელაშვილი დაცვის მხარის ბრალდებას, რომ პროკურატურა საქმის გაჭიანურებას ცდილობს, სიცრუეს უწოდებს. მისი განმარტებით, ნიმუშების აღებას პროცედურულად დიდი დრო დასჭირდა, რის გამოც დაკითხვა ვეღარ მოხერხდა.


„ჩვენ შესულები ვიყავით შესაბამისი ნიმუშების ასაღებად, კერძოდ ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ"-ის ნიმუშები ავიღეთ. ვინაიდან პროცედურამ დიდხანს გასტანა, მისი დაკითხვა ვეღარ მოხერხდა. შევუთანხმდებით დაცვის მხარეს, როცა იქნება ოპტიმალური დრო და მოხდება ბრალდებულ მამალაძის დაკითხვა. საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შევადარებთ დღეს აღებულ ნიმუშებს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner