logo_geo
eng_logo
შს სამინისტრომ „გირჩის“ ოფისიდან ე.წ. ბიოს ამოღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

24 თებერვალი. 2017. 23:03



შს სამინისტრომ ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის" ოფისიდან ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიოს ამოღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.


დღეს, „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიცია გამოიძახა და ნებაყოფლობით ჩააბარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ის მოწმის სახით დაკითხვაზე წაიყვანეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner