logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის მიერ გაკრიტიკებულ მედიასაშუალებებს თეთრ სახლში პრესკონფერენციის გაშუქება აუკრძალეს
- +

25 თებერვალი. 2017. 01:16



თეთრმა სახლმა რამდენიმე მთავარ მედიასაშუალებას ადმინისტრაციაში ბრიფინგის გაშუქების ნება არ დართო, მათ შორის არიან CNN, BBC, The New York Times, LA Times, New York Daily News, Daily Mail.

 

თეთრ სახლში ბრიფინგზე დაუშვეს Breitbart News, One America News Network, The Washington Times - მემარჯვენე ფრთის მომხრე ყველა საინფორმაციო ორგანიზაცია. ბრიფინგზე დაშვებული იქნება ასევე სხვა წამყვანი მედია საშუალებები - ABC, CBS, NBC, Fox News, Reuters და Bloomberg.


„სხვადასხვა ბრიფინგის გაშუქებისას, ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, თეთრ სახლში მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. ჩვენ კატეგორიულად ვაპროტესტებთ The New York Times-ისა და სხვა საინფორმაციო სააგენტოების არდაშვებას ბრიფინგზე. თავისუფალი მედიის წვდომა გამჭვირვალე ხელისუფლებაზე ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ეროვნული ინტერესის საკითხია", - განაცხადა The New York Times- ის აღმასრულებელმა რედაქტორმა დინ ბაქეტმა.


რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Associated Press -მა და TIME Magazine-მა პრეზიდენტის გადაწყვეტილების ბოიკოტირების ნიშნად ბრიფინგზე დასწრებაზე უარი განაცხადა.


პრეზიდენტის გადაწყვეტილება თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამაც გააკრიტიკა.


„თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის საბჭო კატეგორიულ პროტესტს გამოხატავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დღეს ჟურნალისტები თეთრი სახლის მიერ არიან მართულნი. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც ბრიფინგზე დასწრების საშუალება მიეცათ და გაუზიარეს ინფორმაცია პრესკორპუსში მათ, ვინც ბრიფინგზე არ დაიშვა. საბჭო ამ საკითხს თეთრი სახლის თანამშრომლებთან მოგვიანებით განიხილავს", - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯეფ მესონმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner