logo_geo
eng_logo
„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
- +

25 თებერვალი. 2017. 11:18


„აეროსმიტის" კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-სა და tkt.ge-ს ვებ-გვერდებზე.


„აეროსმიტის" კონცერტი შეკვეთილში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში, 20 მაისს გაიმართება.


„აეროსმიტის" კონცერტის ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან იწყება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სცენის მიმდებარედ დასადგომი ბილეთის შეძენა 70 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო „VIP ზონის" ბილეთის ღირებულება 400 ლარია.


„აეროსმიტი" ამერიკული როკ-ჯგუფია, რომელსაც ხშირად „ამერიკის უდიდეს როკ-ენ-როლ ჯგუფს" უწოდებენ.


ჯგუფი 1970 წელს ბოსტონში შეიქმნა და მას შემდეგ 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. „აეროსმიტი" „გრემიზე" 16 ჯერ იყო წარდგენილი, ჯილდოს მოპოვება კი 4-ჯერ, საუკეთესო როკ-შესრულებისთვის შეძლო. კარიერის მანძილზე ჯგუფმა მსოფლიო მასშტაბით 150 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა და ყველა დროის ყველაზე კარგად გაყიდვად ბენდებს შორის თავი დაიმკვირდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner