„ზოგიერთი წამყვანი ამერიკული მედიასაშუალება თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს", - ამის შესახებ ტელეკომპანია „CNN" იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, CNN, „New York Times", „Politico", „Los Angeles Times" და სხვა მედიასაშუალება თეთრ სახლში გუშინ გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს.
„დარბაზში შესვლისას თეთრი სახლის თანამშრომელმა გამაჩერა და მითხრა, რომ სიაში არ ვარ", - აცხადებს CNN-ის კორესპონდენტი.
ტელეარხის განცხადებით, „ადრე მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა, მომხდარის მიზეზები თეთრ სახლში არ განუმარტავთ".
თეთრი სახლი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ აკრიტიკებდნენ რიგ მედიასაშუალებებს, მათ შორის CNN-ს და „New York Times" არასაწორი ინფორმაციის გავრცელებაში.
კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად, „The Time"-ისა და სააგენტო „Associated Press"-ის წარმომადგენლებმაც უარი განაცხადეს ბრიფნგზე დასწრებაზე.