logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა!
- +

28 მარტი. 2016. 23:05



„ევა ბარბაქაძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა"- ამის შესახებ ამ წუთებში იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ "აიპრესს" განუცხადა.


„ორი ცნობილი ექიმი, ტრავმატოლოგი და ნეიროქირურგი აკეთებდა ოპერაციას, რომელიც წარმატებით დასრულდა. 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა.

 

პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი, რომელსაც ტრავმატოლოგები ჩაატარებენ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე ორი დღის წინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მას დღეს დილიდან ოპერაცია უტარდებოდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner