„ევა ბარბაქაძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა"- ამის შესახებ ამ წუთებში იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ "აიპრესს" განუცხადა.
„ორი ცნობილი ექიმი, ტრავმატოლოგი და ნეიროქირურგი აკეთებდა ოპერაციას, რომელიც წარმატებით დასრულდა. 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა.
პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი, რომელსაც ტრავმატოლოგები ჩაატარებენ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე ორი დღის წინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მას დღეს დილიდან ოპერაცია უტარდებოდა.