logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ტაში, კუკური!
- +

25 თებერვალი. 2017. 13:07



ესპანეთში დამთავრდა 12-წლიანი საგამოძიებო პროცესი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. უმკაცრესად დასაჯეს ესპანეთის მეფის სიძე და მისი ქალიშვილი!


მანამდე, მეფე ხუან კარლოსი გადადგა! გადადგომის მიზეზი რეპუტაციის შელახვა გახლდათ.


აი, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ „დავარცხნილ" ქვეყანაში, სადაც ბატონობს სამართალი და დემოკრატია, რა შეიძლება მოჰყვეს უმაღლესი ხელისუფალის მიერ საკუთარი ღირსების დაკარგვას!


ასევე, აი, დამოუკიდებელი სასამართლო!


ასევე, აი, დამოუკიდებელი გამოძიება და პროკურატურა!


ვინმეს ეს მავანის სასამართლო არ ეგონოს და მავანის პროკურატურა!


თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ესპანეთის მოსამართლემ ლონდონში სტუმრად მყოფი ჩილეს დიქტატორის პინოჩეტის დაპატიმრების ორდერი გასცა... და ძლივს „გააპარეს" იგი ბრიტანეთიდან, ისიც სახელმწიფოს სპეცსამსახურების მომდომების შედეგად.


ვერ (და არ) ჩაერია მეფე მოსამართლის საქმიანობაში. ის მოსამართლე კრებსითი მურუსიძე არ იყო! არც კრებსითი ახვლედიანი!


იქ, უმაღლეს ძალოვან სტრუქტურებში, ძირითადად, ზნეობრივი პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც არ ვაჭრობენ, ბოტასებს არ იპარავენ სხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს, ენას არ ატლიკინებენ „სანდო" ჟურნალისტებთან და რომლებიც არ დაფრთიანებულან კუბლაშვილის და კეზერაშვილის მფარველობის ქვეშ!


ისინი ნაკლებს, მაგრამ ჭკვიანურად ლაპარაკობენ, არ ზაფრავენ საზოგადოებას და დინჯად, უყოყმანოდ, პრინციპულად, წლობით და ბოლომდე მიჰყვებიან საქმეს! მათთვის ძველი რომაული პრინციპია უმთავრესი, ხატოვნად რომ ვთქვათ: „ქვეყანა რომ დაიქცეს, სამართალმა პური უნდა ჭამოს!"


რაც შეეხება მეფის გადადგომას, ვინმეს ეს ნარმანიას მოადგილის გადადგომის ტოლფასად არ მოეჩვენოს. არც მავანის საპრეზიდენტო, საპრემიერო თუ სამინისტრო სავარძელი წარმოიდგინოს


მან ტახტი დათმო, სამეფო ტახტი!


ის ესპანეთის ნაციონალური გმირია და, მიუხედავად ამისა, მან, რომელმაც, პრაქტიკულად, ქვეყანა განაახლა და გადააქცია დემოკრატულ სახელმწიფოდ, ჩათვალა, რომ ესპანეთი არ იმსახურებს რეპუტაციაშელახულ მეფეს!


არც სიძეს გამოესარჩლა (ჩვენი პრეზიდენტის საყურადღებოდ)! არადა, ეს სიძე, როგორც სპორტსმენი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე, ესპანეთის ახალგაზრდობის კერპი გახლდათ!


ჰოდა, ამ კერპს... მიუსაჯეს!!! არავინ არ გაიკარა, არც უცხოეთში, ხელბურთის მწვრთნელობაზეც კი ვერავინ დაითანხმა!


კაცმა, შეიძლება, გაოცებისგან პირი გააღო!!!


არც ქალიშვილს გამოესარჩლა, რომელსაც დიდი ჯარიმა დააკისრეს!


უფრო მეტიც, ახალმა მეფემ, ფილიპემ, საკუთარ დას და სიძეს ჰერცოგის ტიტული ჩამოართვა!!!


და კიდევ ერთი: როცა ახალგაზრდა მეფეს ახასიათებენ, ესპანური საზოგადოება და მედია უყოყმანოდ მიანიშნებენ მის უმწიკვლო (!!!) რეპუტაციას!


ეს, ესპანეთია!!!


ის ესპანეთი, რომლის პარლამენტშიც 36 მილიონერი არ ზის დეპუტატად!


ტაში, კუკური!


http://k-z.com.ua/dela-vsemyrnye/41363-korol-ispanii-otreksya-ot-prestola-iz-za-korrupcionnogo-zyatya#.WKrmA3jekDX.facebook




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner