კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო ჰავანაში ბარაკ ობამას ვიზიტს ეხმაურება. გამოქვეყნებულ წერილში ფიდელ კასტრო კუბის წინააღმდეგ განხორციელებულ აშშ-ის აგრესიის შესახებ საუბრობს. "ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები იმპერიისგან", - ნათქვამია კუბის სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებულ მიმართვაში.
"ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ მან წარსულზე იფიქროს და ნუ ცდილობს, კუბური პოლიტიკის შესახებ თეორიების განვითარებას", - წერს ფიდელ კასტრო ბარაკ ობამაზე.
1500-სიტყვიანი წერილი ფიდელ კასტროს პირველი რეაქციაა კუბაზე აშშ-ის პრეზიდენტის სამდღიან ვიზიტზე. "თავისუფლების კუნძულზე ყოფნისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სურს, ორ ქვეყანას შორის "ცივი ომის" ისტორია დამარხოს.
ეს ბოლო 88 წლის განმავლობაში კუბაში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო. ჰავანაში ყოფნისას ბარაკ ობამა ფიდელ კასტროს არ შეხვედრია, თუმცა რამდენჯერმე მის უმცროს ძმას, კუბის ამჟამინდელ ლიდერს რაულ კასტროს შეხვდა.