logo_geo
eng_logo
ფიდელ კასტრო: ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები იმპერიისგან!
- +

28 მარტი. 2016. 23:31



კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო ჰავანაში ბარაკ ობამას ვიზიტს ეხმაურება. გამოქვეყნებულ წერილში ფიდელ კასტრო კუბის წინააღმდეგ განხორციელებულ აშშ-ის  აგრესიის შესახებ საუბრობს. "ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები იმპერიისგან", - ნათქვამია კუბის სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებულ მიმართვაში.


"ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ მან წარსულზე იფიქროს და ნუ ცდილობს, კუბური პოლიტიკის შესახებ თეორიების განვითარებას", - წერს ფიდელ კასტრო ბარაკ ობამაზე.


1500-სიტყვიანი წერილი  ფიდელ კასტროს პირველი რეაქციაა კუბაზე აშშ-ის პრეზიდენტის სამდღიან ვიზიტზე. "თავისუფლების კუნძულზე ყოფნისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სურს, ორ ქვეყანას შორის "ცივი ომის" ისტორია დამარხოს.


ეს ბოლო 88 წლის განმავლობაში კუბაში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო. ჰავანაში ყოფნისას ბარაკ ობამა  ფიდელ კასტროს არ შეხვედრია, თუმცა რამდენჯერმე მის უმცროს ძმას, კუბის ამჟამინდელ ლიდერს რაულ კასტროს შეხვდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner